C კატეგორიის გადამზიდი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Freken Bok, Colgate, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, 9 აპრილის I შესახვევი N10
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებულს + საბონუსე (1400 ლარიდან)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების მომარაგება შეკვეთების შესაბამისად კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობის C კატეგორია (სავალდებულო)
დამატებითი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე:;
გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გადამზიდი ქუთაისი" ან დაგვიკავშირდით.
სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.