კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება: არსებული და პოტენციური კლიენტების შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა; პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა; საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება; ** კონტაქტ ცენტრის შეუფერხებლად/გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ტიპის პრობლემის შესახებ უფროსის ოპერატიულად ინფორმირება; ** შემოსულ ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა; ** სხვა საინფორმაციო მომსახურება, რომელიც სამუშაო პროცესთან არის დაკავშირებული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება; ** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); ** სისხარტე მუშაობაში; ** ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი; ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე; ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/LHe3
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.