8848 live vacancies
← All vacancies

75X80BVD Posted 25 Aug 5 views

გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი

სმარტ ტვ external listing
Remote Full-time Sales
Negotiable Apply by

შპს "სმარტ ტვ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "სმარტ ტვ" (https://SmartTV.ge) არის სმარტ ტვ მოწყობილობების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ყველა ტიპის ორიგინალი Smart TV Box-ები, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ასევე სხვა მცირე ზომის ტექნიკა. სრულ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ოფიციალურ საიტზე: https://SmartTV.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისანთან ახლოს

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;

** შეკვეთების მიღება და გაყიდვა, როგორც ოფისიდან, ასევე ტელეფონით და ინტერნეტით;

** კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;

** პროდუქციის მიღება-დასაწყობება, აღრიცხვის წარმოება;

** Smart TV Box-ების და სხვა პროდუქციის გამზადება გასაყიდად (აპლიკაციების ინსტალაცია, განახლება, პარამეტრების კონფიგურაცია, შეფუთვა);

** კლიენტების მომსახურება და ტექნიკური დახმარება, როგორც ოფისში, ისე დისტანციურად;

** ფოსტა-კურიერებთან კომუნიკაცია;

** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;

** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა), ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია);

** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Windows, Microsoft Office, OneNote, Excel, Outlook, Google Sheets, ინტერნეტ ბრაუზერები, ელფოსტა, მესენჯერებთან მუშაობა: WhatsApp, Viber, Messenger, Telegram);

** Android ოპერაციული სისტემის საბაზისო ცოდნა (აპლიკაციების ინსტალაცია, პარამეტრების დაყენება);

** AnyDesk, TeamViewer და სხვა დისტანციური მართვის პროგრამების ცოდნა;

** სწრაფი ათვისების უნარი და მზადყოფნა ისწავლოს ახალი ტექნოლოგიები;

** გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია;

** ზრდილობიანი და გამართული მეტყველება, ენერგიული, პოზიტიური, მოწესრიგებული;

** გუნდში მუშაობის უნარი, კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება;

** სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** ტრენინგს ყველა სამუშაო პროცესში;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** კომფორტულ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.

კონტაქტი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) სურათით ელფოსტაზე: და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი.

დისკრიმინაციის აკრძალვა: შპს "სმარტ ტვ" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილება მიიღება პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარების საფუძველზე, რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების ან სხვა ნიშნების მიუხედავად.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: შპს "სმარტ ტვ" იცავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონს. წარმოდგენილი რეზიუმეები და პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სმარტ ტვ
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone