8848 live vacancies
← All vacancies

ENEKY34Y Posted 25 Aug 2 views

დემი შეფი

სასტუმრო Gino Seaside Tbilisi external listing
Tbilisi Full-time Food / Restaurants
Negotiable Apply by

"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

"სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადება და შეფის/სუ-შეფის ინსტრუქციების შესრულება

** კერძების ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლის მხარდაჭერა

** ინგრედიენტების წინასწარი მომზადება და სწორად შენახვა

** ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა

** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება

** მარაგების კონტროლის პროცესში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან კულინარიული განათლება

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** გუნდში მუშაობის უნარი

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს

** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)

** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე:, სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე:.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სასტუმრო Gino Seaside Tbilisi
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone