8848 live vacancies
← All vacancies

7QX1QYAK Posted 25 Aug 5 views

კონსულტანტი

ართთაიმი external listing
Tbilisi Full-time Sales
₾500–1000 / month Apply by

შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ შვეიცარიული საათი მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მომხმარებლისთვის და ქართულ ბაზარზე შემოიყვანა ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები. 26 წელია შპს "ართთაიმი" არის წამყვანი მოთამაშე საქართველოში წარმოდგენილი Swiss Made Watches სექტორში.

https://www.arttime.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;

** პროდუქციის სწორი განლაგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა და მისი პრეზენტაცია;

** სალარო აპარატთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;

** გამართული მეტყველება;

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;

** მიზანსწრაფულობა

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** შედეგზე ორიენტირებული;

** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი გრაფიკი

** 1 საათი შესვენება

** სავაჭრო ცენტრებში განსაზღვრულია ცვლები 10:00 - 19:00, 13:00 - 22:00.

** კვირაში 2 დასვენების დღე.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, საწყის ეტაპზე დარიცხული 1280 ლარი

** ყოველთვიური კონკრეტული გარანტირებული ბონუსი საშუალოდ დარიცხული 500 - 1000 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას

** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას

** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას

** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;

** წამახალისებელ ღონისძიებებს

** მოქნილ საბონუსე სისტემას

** ჯანსაღ სამუშაო გარემოს

** ჯანმრთელობის დაზღვევას

კომპანია "ართთაიმის" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი").

თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 (ერთი) წლის ვადით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ართთაიმი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone