8847 live vacancies
← All vacancies

846P33RE Posted 25 Aug 5 views

ბარმენ-მიმტანი

Clocks Hotel Tbilisi external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by

სასტუმრო "Clocks hotel" იწვევს მოტივირებულ პირებს ბარმენ-მიმტანის პოზიციაზე.

"CLOCKS HOTEL Tbilisi" გახლავთ ახალი 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** კვებით უზრუნველყოფას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;

** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

** სტუმრისთვის მენიუს გაცნობა და კერძების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

** რესტორნის ფუნქციონირების შესაბამისი პროგრამული და ფინანსური ოპერაციების ცოდნა / ჩატარება;

** პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

** შეკვეთის აღება და სტუმრისათვის კერძის დროული მიწოდების კონტროლი;

** სტუმრის კმაყოფილების გადამოწმება, კომუნიკაცია და მათთვის პოზიტიური გარემოს შექმნა;

** ბარისა და რესტორნის სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

** დაგეგმილი კონფერენციების, ღონისძიებების მომსახურება.

პიროვნული უნარები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გრაფიკი:

** კვირაში 5 დღე;

** დილის ცვლა: 07:00-დან 16:00-მდე (დილით, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია);

** საღამოს ცვლა: 14:00-დან 23:00-მდე.

თუ მზად ხართ სწრაფი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის ვაკანსიები არის შესაძლებლობა შემოგვიერთდეთ და განვითარდეთ ჩვენთან ერთად. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები "შპს ქლოქს მენეჯმენტმა" დაამუშაოს (შეინახოს, შეაგროვოს, დააჯგუფოს, წაშალოს) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Clocks Hotel Tbilisi
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone