ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი
სკოლა "ახალი თაობის" ამერიკული პროგრამა აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კათედრის ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელთა გუნდს I-XII კლასებში, პასუხისმგებელია ინგლისური ენის კურიკულუმის ხარისხსა და თანმიმდევრულობაზე და ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს მის შესაბამისობას ამერიკულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან და Cognia-ს აკრედიტაციის მოთხოვნებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
** უმაღლესი განათლება ინგლისურ ფილოლოგიაში, ინგლისური ენის სწავლების, განათლების ან მომიჯნავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად) ** სასურველია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60-კრედიტიანი კურსი ან ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა) გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტატუსი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი) ** ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-5 წლის გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1-2 წელი ხელმძღვანელ, კოორდინატორის ან მენტორის პოზიციაზე (საერთაშორისო ან ამერიკული პროგრამის აკრედიტებულ სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად) ** ინგლისური ენის ფლობა C1-C2 დონეზე; საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (CELTA, DELTA, TESOL, IELTS/CPE) ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი პასუხისმგებლობები:
კათედრის ხელმძღვანელობა
** ინგლისური ენის მასწავლებელთა გუნდის ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა და მხარდაჭერა ** ახალი მასწავლებლების შერჩევის, ადაპტაციისა და მენტორობის პროცესში მონაწილეობა ** გაკვეთილებზე რეგულარული დასწრება და სტრუქტურირებული, კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება ** კათედრის სხდომების დაგეგმვა და წარმართვა, შიდა პროფესიული განვითარების ღონისძიებების ორგანიზება ** კათედრის საათობრივი დატვირთვის განაწილება და სასწავლო რესურსების საჭიროებების მართვა
კურიკულუმი და სწავლება
** I-XII კლასების ინგლისური ენის კურიკულუმის შემუშავებისა და ვერტიკალური თანხვედრის უზრუნველყოფა ** კურიკულუმის შესაბამისობის უზრუნველყოფა ამერიკულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან და Cognia-ს აკრედიტაციის მოთხოვნებთან ** კათედრის მასწავლებლების მიერ მომზადებული გრძელვადიანი (წლიური) და მოკლევადიანი (სემესტრული, თემატური, გაკვეთილის) გეგმების განხილვა და დამტკიცება ** სახელმძღვანელოების, ციფრული რესურსებისა და დამხმარე მასალების შერჩევა და შეფასება ** საკუთარი საგაკვეთილო დატვირთვის შენარჩუნება კათედრის ფარგლებში
შეფასება და ანგარიშგება
** მოსწავლეთა პროგრესის შეფასების, აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობა MAP შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად ** MAP-ისა და შიდა შეფასებების მონაცემების ანალიზი კათედრის დონეზე და შედეგების სწავლების პროცესში რეალიზება ** შეფასების თანმიმდევრულობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა მასწავლებლებსა და კლასებს შორის (განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება) ** კათედრის საქმიანობის შესახებ ანგარიშგება სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ** კოლეგებთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან სისტემატური და კონსტრუქციული თანამშრომლობა ** სპეციალურ მასწავლებელთან კოორდინაცია ინკლუზიური განათლების პრინციპების მხარდასაჭერად ** კათედრის წარმომადგენლობა აკრედიტაციის პროცესებში, სასკოლო ღონისძიებებსა და გარე კომუნიკაციაში ** პროფესიულ განვითარებასა და სკოლის აქტივობებში აქტიური მონაწილეობა
საჭირო კომპეტენციები:
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა, გაკვეთილების ჩატარებისა და პროფესიული დისკუსიის ინგლისურ ენაზე წარმართვის უნარი ** ინგლისური ენის კურიკულუმისა და ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა ** კურიკულუმის დაგეგმვისა და კლასებს შორის თანხვედრის უზრუნველყოფის უნარი და არა მხოლოდ ცალკეული კლასის ფარგლებში მუშაობა ** სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდებისა და დიფერენცირებული მიდგომების ფლობა ** გაკვეთილზე დასწრების, სწავლების ხარისხის შეფასებისა და კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის უნარი ** მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ცოდნა, ობიექტურად გამოყენება და მონაცემების ინტერპრეტაციის უნარი ** კლასის ეფექტიანი მართვა, პოზიტიური, მზრუნველი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა ** მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება და ინკლუზიური განათლების პრინციპების მხარდაჭერა ** ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და საოფისე პროგრამების ფლობა
პიროვნული თვისებები:
** კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს მოზარდებისადმი კეთილგანწყობილი და ემპათიური დამოკიდებულებით, ემოციური მდგრადობითა და ტაქტით ** აუცილებელია მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის კულტურა ** ლიდერობის უნარი: სტანდარტების დადგენა, კოლეგების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა და კონფლიქტის კონსტრუქციულად მოგვარება ** სასურველია ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
** პირადობის მოწმობის ასლი ** ავტობიოგრაფია / CV (სასურველია ინგლისურად) ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ატესტატი, დიპლომი) ** ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით ** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ** სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში — შესაბამისი სერტიფიკატის ასლი ** მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი ** ცნობა ნასამართლეობის შესახებ ** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ ** ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ
შერჩევის პროცესი
შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე, საჩვენებელი გაკვეთილის ჩასატარებლად და კურიკულუმის განხილვასთან დაკავშირებული მოკლე პრაქტიკული დავალების შესასრულებლად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატთან შეთანხმებით ** სასიამოვნო, გუნდური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები ** ეკოლოგიურად სუფთა გარემო, კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები ** პოზიტიური სასკოლო კულტურა, ორიენტირებული მოსწავლეთა სწავლა
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.