8848 live vacancies
← All vacancies

XVCVE945 Posted 25 Aug 2 views

PepsiCo GO სტაჟირება წარმოების მიმართულებით

PepsiCo external listing
Tbilisi Internship Other
₾1600 / month Apply by

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი წარმოების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

მოკლე აღწერა:

წარმოება - ეს არის ფუნქცია, სადაც უწყვეტ რეჟიმში იწარმოება ხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქცია, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც დანერგილია თანამედროვე საწარმოო ხაზები და მუშაობს მეგობრული და მოტივირებული გუნდი.

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** რძის პროდუქტების ქარხანაში საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება ** შედეგებისა და დანაკარგების ანალიზი, გაუმჯობესების წინადადებების მომზადება ** საწარმოს განვითარების პროექტებში მონაწილეობა ** პროდუქციის გამოშვების გუნდებთან ერთად მუშაობა ** კომპანიის საწარმოო პროცესებისა და სტანდარტების ცოდნის გაღრმავება

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** მიიღებ სამუშაო გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო კომპანიის თანამედროვე წარმოებაში ** შეიძენ ადამიანებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს ** ისწავლი როგორ დაინერგოს საუკეთესო საწარმოო პრაქტიკები და სხვადასხვა პროექტები

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ოპერაციების მართვის, მიწოდების ჯაჭვის ან სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით ** წარმოების ტექნოლოგიისა და ეტაპების საბაზისო ცოდნა ** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური B2+ დონეზე ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა. ** სწავლისა და საწარმოო გარემოში მუშაობის ძლიერი მოტივაცია. ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები. ** სრული განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა 2026 წლის სექტემბრიდან

რას გთავაზობთ:

** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა; ** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი; ** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება საწარმოო პროცესების მიმართულებით; ** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება; ** საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესდი?

გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
PepsiCo
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone