8824 live vacancies
← All vacancies

9766KVCS Posted 25 Aug 3 views

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

სუფთა სახლი external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1000 / month Apply by

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: https://www.ch.ge/

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლები

ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები);

** პროდუქციის ვადების კონტროლი;

** დოკუმენტაციის წარმოება;

** რისკების დადგენა;

** რეპორტინგი;

** მივლინებები საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს ავტომობილი.

დამატებითი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

** კომუნიკაბელური;

** მიზანდასახული;

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

** სასურველია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (საწვავი ანაზღაურდება).

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** Fitpass;

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

** მზარდი შრომითი ანაზღაურება;

** კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია: https://forms.gle/CUb6SBGxWPQS65sM6 ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "ინვენტარიზაციის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სუფთა სახლი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone