დამლაგებელი
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს შერჩევას დამლაგებლის პოზიციაზე.
მოქნილი სამუშაო გრაფიკი: კვირაში მხოლოდ 3 სამუშაო დღე (ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი ან სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი).
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3 (მეტრო დელისთან).
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** ყოველდღიურად სადეზინფექციო ხსნარებით სველი წერტილების დასუფთავება;
** უნივერსიტეტის ეზოს, სასწავლო კორპუსის დერეფნების, აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომელთა სამუშაო ოთახების, ბიბლიოთეკის სამკითხველო და საცავი დარბაზის, სასადილო დარბაზის, უნივერსიტეტის აივნების, კიბის უჯრედების, სველი წერტილების დასუფთავება;
** დიდი შესვენების დროს - აუდიტორიების დალაგება;
** სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე აუდიტორიების დალაგება, მერხების/სკამების გასწორება დალაგება;
** ბიბლიოთეკის ტერიტორიის დასუფთავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
განაცხადის მიღება: შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა;
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები/CV ელექტრონულ ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითეთ "დამლაგებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 სექტემბერი, 2026
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 1 წლის ვადით დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.