8848 live vacancies
← All vacancies

CTQQP7PY Posted 25 Aug 5 views

დისტანციური გაყიდვების სპეციალისტი

ჯიესენი external listing
Remote Full-time Sales
Negotiable Apply by

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: https://www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) თბილისში აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N45.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

პოზიციის დანიშნულება:

დისტანციური გაყიდვების სპეციალისტის მთავარი მოვალეობაა "ჯორჯიან სერვის ნეთვორკის" პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას

** მეგობრულ სამუშაო გარემოს

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** ანაზღაურება: ფიქსირებული + დამატებითი გაყიდვების ბონუსები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების განხორციელება შემომავალი ზარისა და ონლაინ არხის საფუძველზე

** შეთავაზებების მომზადება კორპორაციული მომხმარებლებისთვის

** მომხმარებლის მოზიდვა, კომპანიებთან კომუნიკაციის დამყარება პროდუქციისა და მომსახურების შესახებ შეთავაზების მიზნით

** კორპორაციულ მომხმარებელზე გაყიდული პროდუქციისა თუ სერვისის რეგისტრირება სისტემაში

** ბაზრის კვლევის განხორციელება კონკრეტულ პროდუქციაზე

** შესაბამისი რეპორტინგი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი)

** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან ქოლ-ცენტრის ოპერატორად

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია ECR Manager)

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სავალდებულო)

** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** ფაილებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობისას დეტალებზე ყურადღების გამახვილება

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ ინგლისურ ენაზე მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება. თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ჯიესენი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone