მომხმარებელთან, რეესტრთან და ბანკთან ურთიერთობის მენეჯერი
კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ მომხმარებელთან, რეესტრთან და ბანკთან ურთიერთობის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება; ** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი; ** მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორისათვის, მხარეებს შორის შეთანხმება და საბოლოო დასტურის მიღება მობინადრისგან; ** სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება; ** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში; ** განაცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის პროგრამაში; ** დახარვეზებულ განცხადებებზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; ** მომხმარებლის ბანკზე გადასვლის პროცესის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.