8796 live vacancies
← All vacancies

DMQXNGT0 Posted 11 Sep 4 views

კია საქართველო

კია საქართველო

საგარანტიო შემთხვევების მენეჯერი

კია საქართველო external listing
Remote Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "კია საქართველო" ეძებს გუნდის ახალ წევრს საგარანტიო შემთხვევების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შაბათი - 10:00 სთ- 16:00 სთმდე

ანაზღაურება - (ფიქსირებული + ბონუსი);

მისამართი - ქ.თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #84

ვებ საიტი - https://www.kia.com/ge/

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** საგარანტიო შემთხვევით შემოსული მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდების სრული პროცესის კურირება და მონიტორინგი;

** მომხმარებლის საჩივრის გადამოწმება და განაცხადის შევსება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით;

** პრობლემური საკითხის დეტალური შესწავლა, პრობლემის სრულყოფილად იდენტიფიცირებისთვის;

** პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ ავტომობილის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;

** საგარანტიო შემთხვევისათვის ან სხვა საჭიროებისამებრ სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და მოწოდების პროცესის მონიტორინგი;

** გამოვლენილი პრობლემის გადამოწმება ქარხნის პორტალზე, მისი გადაწყვეტის გზის უკვე არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციის გაცნობა და ასევე მიწოდება შესაბამისი სპეციალისტისათვის;

** სერვისში შესრულებული სამუშაოების კონტროლი, ქარხნის რეკომენდაციების დაცვით;

** ქარხნის რეკომენდაციის მიხედვით სახარჯი და სათადარიგო მასალების გამოყენების მონიტორინგი;

** ტექნიკურ საკითხებზე, ქარხანასათან კომუნიკაცია ელექტორნული პორტალის საშუალებით;

** საგარანტიო შემთხვევბის მართვის დასრულებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და მათი სწორად შევსება;

** სერვისის დასრულების შემდეგ აღდგენილი ავტომობილის დაბრუნება სერვისის მენეჯერთან;

** სათადარიგო ნაწილების შეკვეთა მომწოდებელთან და მოწოდების პროცესის მონიტორინგი;

** ბრენდის მიერ დადგენილი საგარანტიო პოლიტიკის სხვა მოთხოვნებიდან გამომდინარე ფუნქციების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა საავტომობილო ინდუსტრიაში, საავტომობილო ბრენდში ავტობრენდის საგარანტიო შემთხვევების მართვის გამოცდილება;

** სავალდებულოა საავტომობილო ინდუსტრიაში, ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

** microsoft office ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევების ფლობა;

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

** მოტივირებულობა;

** ორგანიზებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

შერჩევის ეტაპი:

** გასაუბრების პირველი ეტაპი (დისტანციურად);

** გასაუბრების მეორე ეტაპი;

თუ ფიქრობთ, რომ ფლობთ შესაბმის უნარებს, კომპეტენციებსა და გამოცდილებას, შემოგვიერთდით. ჩვენ გთავაზობთ, მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე -.

გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საგარანტიო შემთხვევების სპეციალისტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 10.10.2026 წ.

"კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
კია საქართველო
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post