უნივერსალური მოლარე-შემფასებლის სტაჟირების პროგრამა
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-შემფასებლის სტაჟირების პროგრამაზე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით) ქ. თბილისში;
სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი დაეუფლება ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას და შეისწავლის:
** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასებას; ** ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების გაფორმებას; ** ფულის ნიშნებსა და ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოებას; ** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოებას; ** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაციას; ** სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას; ** სალაროს ფულადი სახსრების მართვასა და კონტროლს; ** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურებს; ** მომხმარებლის ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სალაროში მუშაობის გამოცდილება (ბანკი, მაღაზია) ჩაითვლება უპირატესობად;
სხვა მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობა; ** პუნქტუალურობა;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; ** სტაჟირების ვადა: - 1 თვე; ** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში 250 ლარი, შემდეგ საშუალოდ 1000+1300 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა;
შეავსეთ აპლიკაცია ან ატვირთეთ რეზიუმე (CV)
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/L1Rh
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.