ავტოდამტვირთველის მძღოლი
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - ავტოდამტვირთველის მძღოლი.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
** პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;
** პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;
** მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა.
მოთხოვნები:
** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთავაზობთ:
** კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირებას;
** ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ავტოდამტვირთველის მძღოლი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებას!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.