8847 live vacancies
← All vacancies

FN4XZQFV Posted 25 Aug 5 views

მაღაზიის კონსულტანტი

ევრო ბრენდი external listing
Tbilisi Internship Sales
₾800–850 / month Apply by

კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში გლდანი მოლის (მეტრო ახმეტელის მიმდ ტერიტორია) ფილიალში.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;

** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;

** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა,

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;

** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 800-850 ლარი; დამატებით საბონუსე სისტემა.

** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

** ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივ ანაზღაურებას.

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის კონსულტანტი გლდანის ფილიალში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ. ან დაგვიკავშირდით ნომერზე

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ევრო ბრენდი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone