7470 live vacancies
← All vacancies

HX144ZCB Posted 25 Aug 5 views

სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებელი

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა external listing
Tbilisi Full-time Education
Negotiable Apply by

"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2025-2026 სასწავლო წლის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებლის პოზიციაზე გელოვანის/წყნეთის კამპუსში.

ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები:

** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;

** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;

** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და Hr/განვითარების მენეჯერთან

*კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს.

კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;

გამოცდილება:

** სასურველია, მინ. 1 წელი

** აღმზრდელ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;

საჭირო კომპეტენციები:

** ბავშვის აღზრდა-განვითარების პრინციპების ცოდნა;

** საგნობრივ-პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;

** ⁠მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სასწავლო პროცესის შესწავლის, შეფასების და მართვის უნარი;

** აღსაზრდელზე ორიენტირების უნარი;

** სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობისა და მისი ასაკთან შესაბამისი ადაპტირების უნარი;

** ცალკეულ აღსაზრდელთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრის უნარი;

** აღსაზრდელთა ტიპური სიძნელეების გათვალისწინების უნარი;

** ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ცოდნის გამოყენების უნარი;

** საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვის უნარი;

** აღსაზრდელის სუსტად განვითარებული პიროვნული თვისებების სტიმულირების უნარი.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** ⁠ კვებას;

** ⁠ ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება:

ბაქსვუდის სკოლაში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებელი

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

Hire in Georgia without the hassle

Free