წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტი
შპს "ინფრაკონცეფტი" 2025 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო და საპროექტო მიმართულებით. კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა, რაც მოიცავს ისეთი საზოგადოებრივი ობიექტების განვითარებას, როგორებიცაა: სკოლები, საბავშვო ბაღები, საქალაქო პარკები, სპორტული მოედნები და სხვა.
გაფართოების მიზნით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** წყალმომარაგების შიდა და გარე ქსელების დაპროექტება;
** წყალარინების (კანალიზაციის) შიდა და გარე სისტემების დაპროექტება;
** სარწყავი სისტემების დაპროექტება (დაწვიმებითი და წვეთოვანი);
** საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** გამოცდილება: საპროექტო კომპანიაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** პორტფოლიო: აუცილებელია შესრულებული საპროექტო ნამუშევრების/პროექტების წარმოდგენა;
** პროგრამული უნარები: AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შესრულებული პროექტების ნიმუშები ელფოსტაზე:. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "წყალმომარაგება/კანალიზაცია" და ასევე მიუთითეთ თქვენი სასურველი ანაზღაურება.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.