8847 live vacancies
← All vacancies

KCKCQ2D4 Posted 25 Aug 4 views

სამუშაოთა მწარმოებელი

პროექტ2 external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Negotiable Apply by

შპს "პროექტ2" ვაკანსია სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

შპს "პროექტ2" არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს ინდუსტრიულ და სამოქალაქო მშენებლობის პროექტებს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ სამუშაოთა მწარმოებელს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების ორგანიზებაზე, ხარისხზე, ვადებზე და სამუშაოების ეფექტურად შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესების ყოველდღიური ორგანიზება და მართვა;

** სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;

** სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;

** სამუშაოების დაგეგმვა და სამშენებლო გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;

** ობიექტისთვის საჭირო მასალების, ადამიანური რესურსებისა და ტექნიკის საჭიროების განსაზღვრა;

** სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია;

** შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;

** საპროექტო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის პირებთან კოორდინაცია;

** შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;

** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;

** ობიექტზე წარმოშობილი ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების დროული გადაწყვეტა;

** პროექტის ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/ტექნიკური მიმართულებით;

** სამუშაოთა მწარმოებლის ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების ცოდნა;

** საპროექტო დოკუმენტაციისა და სამუშაო ნახაზების წაკითხვის უნარი;

** AutoCAD-ის ცოდნა;

** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;

** სამშენებლო პროცესების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;

** ინდუსტრიულ, საწარმოო, საწყობების ან სხვა მსხვილმასშტაბიან ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;

** გუნდთან ეფექტური მუშაობის უნარი;

** სწრაფად აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;

** დეტალებზე და საბოლოო შედეგზე ორიენტირებულობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** სამუშაო პროცესში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

** მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

** საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;

** ანაზღაურებას კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: თბილისი

რეზიუმე გამოგზავნეთ:
 და ელ.ფოსტის Subject ველში მიუთითეთ:
"სამუშაოთა მწარმოებელი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
პროექტ2
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone