8829 live vacancies
← All vacancies

KMAB9C36 Posted 25 Aug 5 views

სასაწყობე მარაგების ტრანსპორტ/ზედამხედველ. პასუხისმგებ. პირი

პარადისის ჯგუფი external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by

"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani ასევე მულტიბრენდულ მაღაზიას City Sport - რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა EA7 Emporio Armani, Colmar, Peak Sport და Icepeak.

კომპანია წარმოდგენილია 5 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - https://WWW.PARADISI.GE

"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კვირის ჭრილში სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირება/გადაადგილება - დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

** სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა;

** სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტის მიხედვით;

** სატრანსპორტო საშუალების მოვლა/პატრონობა, მათ შორის ჰიგიენური წესების დაცვა;

** კომპანიის სასაწყობე მარაგების სრული კონტროლისა და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა;

** საწყობის ნაშთების კონტროლი, მათ შორის შესაბამისი რეპორტის წარმოება და წარმოდგენა საჭიროების შემთხვევაში;

** საწყობის ნაშთების კონტროლი და შესაძლო დეფიციტების დროული იდენტიფიცირება;

** პასუხისმგებელია საწყობში არსებული მარაგების უსაფრთხო შენახვაზე, წესრიგზე, სისუფთავესა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია - აუცილებელია)

** კომუნიკაბელურობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კონკურენტული ანაზღაურება;

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** პოზიციაზე გამოყოფილი ავტომობილი სრული დაზღვევით და საწვავის ანაზღაურება;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი " / დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
პარადისის ჯგუფი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone