8667 live vacancies
← All vacancies

MF9XZRWD Posted 14 Aug 48 views

Bank of Georgia

Bank of Georgia

მცირე ბიზნესის ბანკირი - ბათუმი

Bank of Georgia
Batumi Full-time Finance / Accounting
Negotiable

სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე ბათუმში.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა:

  • დაგეგმო და განახორციელო მომხმარებლებთან ვიზიტი, გააცნო არსებული ბიზნეს საკრედიტო პროდუქტები და მომსახურებები;
  • დააიდენტიფიცირო მომხმარებლის მოთხოვნა, შესთავაზო შესაბამისი საკრედიტო პროდუქტი და გააცნო მისი უპირატესობები;
  • შეისწავლო და აწარმოო მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
  • მოამზადო საკრედიტო განაცხადი და წარადგინო კომიტეტზე;
  • გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან, საჭიროების შემთხვევაში გაუწიო კონსულტაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინ. 1-წლიანი გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა, უნარები: - ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების (სასაუბრო) ცოდნა;

  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;

ჩვენ გთავაზობთ: - სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 17 სექტემბერი, 2026 წელი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Bank of Georgia
Website ↗
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post