8848 live vacancies
← All vacancies

MW346XK9 Posted 25 Aug 1 views

ელექტრო ინჟინერ-პროექტანტების ჯგუფის ხელმძღვანელი

დეტრა ჯგუფი external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by

"დეტრა ჯგუფი" 2018 წლიდან ოფიციალურად ოპერირებს ბაზარზე და გთავაზობთ სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო, MEP (წყალმომარაგება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრობა) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.

ვაცხადებთ ვაკანსიას, ელექტრო ინჟინერ-პროექტანტების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ლოკაცია: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.

განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:30 სთ.)

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული საკითხებისა და პროექტების სწორი დელეგირება გუნდის წევრებთან მიმართებით;

** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და დედლაინების კონტროლი;

** შესრულებული პროექტირების რევიზია და საჭიროების შემთხვევაში მითითებების გაცემა, დამკვეთთან მიწოდებამდე;

** მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტებში სრული ჩართულობა, როგორც პროექტირების, ასევე შესრულების ნაწილში;

** საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, ტექნიკური დავალებების მიხედვით;

** მიღებული პროექტის რევიზია-ოპტიმიზაცია;

** მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედარება და დადასტურება პროექტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად;

** ჩაბარებული პროექტების ხელმძღვანელობა (პროექტირების ჭრილში);

** შესრულებული პროექტების ზედამხედველობა;

** ობიექტებზე გეგმური ვიზიტი, მონტაჟის დეტალების გავლა შემსრულებელ ჯგუფებთან და პროექტანტებთან ერთად;

** ჯეროვნად შესრულებული მოცულობებისა და სამუშაოების კონტროლი (პროექტთან შესაბამისობაში);

** ყოველკვირეული ანგარიშგების საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გაცნობა;

** ყოველთვიური ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პოზიციის შესაბამისი მიმართულებით;

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 4 წელი;

** ობიექტთან მუშაობის გამოცდილება;

** AutoCAD-ის ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;

** განვითარების შესაძლებლობას;

** თითოეულ თანამშრომელზე მორგებულ და საჭირო პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ელ. ინჟინერ-პროექტანტების ჯგუფის ხელმძღვანელი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კომპანია "დეტრაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია დეტრას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
დეტრა ჯგუფი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone