8824 live vacancies
← All vacancies

MXQHE9CA Posted 25 Aug 5 views

ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი

მზიური გარდენსი external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

"მზიური გარდენსი" - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა -ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ფრონტ ოფისის სუპერვაიზერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სტუმრების უმაღლესი ხარისხის სერვისზე, გუნდის კოორდინაციაზე და სასტუმროს სტანდარტების დაცვაზე.

პოზიციის აღწერა:

ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი უზრუნველყოფს სტუმართა მიღებისა და მომსახურების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას, მართავს ფრონტ ოფისის გუნდს, აკონტროლებს სამუშაოს ხარისხს და უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას სხვა დეპარტამენტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმართა მიღების, განთავსებისა და გასვლის (Check-in / Check-out) პროცესების ზედამხედველობა;

** სტუმართა კეთილგანწყობილი და პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფა;

** შემოსული ზარების, ელექტრონული წერილებისა და მოთხოვნების სწრაფი და ეფექტური მართვა;

** რეზერვაციების, გადახდების და ბილინგის პროცესის კონტროლი 1C პროგრამაში, მათ შორის ვირტუალური ბარათებისა და სხვა გადახდის მეთოდების მართვა კომპანიის პოლიტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

** თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკის მართვა და შესრულების მონიტორინგი;

** ტრენინგების ჩატარება და ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია, მათთვის არსებული სტანდარტებისა და მომსახურების პროცედურების გაცნობა;

** სტუმართა შენიშვნებსა და პრეტენზიებზე ოპერატიული რეაგირება, პრობლემების დროული გადაჭრის უზრუნველყოფა;

** ჰაუსკიპინგის, ტექნიკურ, დაცვისა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია ერთიანი მომსახურების სტანდარტის შესანარჩუნებლად;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული სხვა დავალებების შესრულება ბრენდის სტანდარტების თანხვედრაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფრონტ ოფისში (მათ შორის სუპერვაიზერის ან უფროსის პოზიციაზე);

** 1C პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

** ლიდერული, ორგანიზაციული და გუნდის მართვის უნარები;

** ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენი შეთავაზება:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე:

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
მზიური გარდენსი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone