8237 live vacancies
← All vacancies

N6MDZHA0 Posted 25 Aug 7 views

ადრეული განვით. სპეციალისტი, თამაშით თერაპიის სპეციალისტი

Neuro Kids external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by

"Neuro-Kids / Mziuri-Med" აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ გსურთ იმუშაოთ მულტიდისციპლინურ გუნდში და ხელი შეუწყოთ 0-7 წლის ბავშვების განვითარების მხარდაჭერას, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვისა და ოჯახის პირველადი და განმეორებითი შეფასება;

** ინდივიდუალური განვითარების გეგმის (IDP/IFSP) შედგენა და განახლება;

** ინდივიდუალური განვითარების სესიების ჩატარება ბავშვის ბუნებრივ გარემოში (ცენტრი, სახლი ან ბაღი საჭიროების მიხედვით);

** მშობლებისა და მომვლელების კონსულტირება და მათი აქტიური ჩართვა განვითარების პროცესში;

** ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, სოციალურ-ემოციური და თვითმოვლის უნარების განვითარების ხელშეწყობა;

** პროგრესის დოკუმენტირება და მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა (ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა სპეციალისტები);

** საჭიროების შემთხვევაში საბავშვო ბაღთან ან სკოლასთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სპეციალურ განათლებაში, ფსიქოლოგიაში, ადრეული განვითარების მიმართულებით, ოკუპაციურ თერაპიაში ან მომიჯნავე სფეროში;

** ადრეული განვითარების სპეციალისტის სერტიფიკატო;

** ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული განვითარების მზაობა.

"Neuro Kids" აცხადებს ვაკანსიას თამაშით თერაპიის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა, გჯერათ თამაშზე დაფუძნებული სწავლებისა და თერაპიის მნიშვნელობის და გსურთ იმუშაოთ მულტიდისციპლინურ გუნდში, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და მცირე ჯგუფური თამაშით თერაპიის სესიების დაგეგმვა და ჩატარება;

** ბავშვის სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური, კოგნიტური და ქცევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;

** თამაშის საშუალებით რიგის დაცვის, გაზიარების, თანამშრომლობის, თვითრეგულაციის, ყურადღების კონცენტრაციისა და ემოციების მართვის უნარების განვითარება;

** თერაპიული პროცესის სტრუქტურირება და უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნა;

** ბავშვის პროგრესის შეფასება, დოკუმენტირება და ინდივიდუალური მიზნების მიხედვით ინტერვენციის დაგეგმვა;

** მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია და რეკომენდაციების მიწოდება;

** მულტიდისციპლინურ გუნდთან (ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ABA თერაპევტი და სხვა სპეციალისტები) თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ადრეული განვითარების, სპეციალური განათლების, ოკუპაციური თერაპიის ან სხვა მონათესავე სფეროში;

** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

** თამაშზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომების ცოდნა;

** ჯგუფური მუშაობის, დაკვირვების, დოკუმენტირებისა და კომუნიკაციის უნარები;

** Play Therapy, DIR/Floortime, Denver Early Start Model (ESDM) ან სხვა შესაბამისი ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი, შრომის ანაზღაურება და შემდგომი დეტალები განიხილება პირადად.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და subject ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Neuro Kids
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone