ვიდეოგრაფი/კამერამენი
Gigi On The Road ეძებს ვიდეოგრაფს/კამერამენს, რომელიც შეუერთდება გუნდს Full-Time პოზიციაზე.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს კამერასთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, იცის კარგი კადრის შექმნა, შეუძლია დინამიკურ გარემოში მუშაობა და დაინტერესებულია YouTube-ისა და სოციალური მედიის მაღალი ხარისხის ვიდეოკონტენტის შექმნით.
თუ გინდა, იმუშაო მრავალფეროვან გადაღებებზე, გადაიღო YouTube ვიდეოები, Reels და TikTok-ები და იყო კრეატიული გუნდის ნაწილი - ეს პოზიცია შენთვისაა.
სამუშაოს ტიპი: On-site | Full-time / სრული განაკვეთი
ძირითადი მოთხოვნები:
** კამერასთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ** ვიდეოგადაღების ტექნიკის კარგი ცოდნა და კამერის ** დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება; ** სხვადასხვა ტიპის გადაღების პირობებში მუშაობის უნარი; ** დრონის მართვის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; ** ვიდეომონტაჟის ცოდნა/გამოცდილება ** კრეატიული ხედვა და კარგი კადრის შექმნის უნარი; ** ვიზუალური storytelling-ის კარგი შეგრძნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დინამიურ გარემოში მუშაობისა და სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** YouTube ვიდეოების გადაღება — როგორც მთავარი, ან დამატებითი ვიდეოგრაფი; ** Instagram Reels-ისა და TikTok-ების გადაღება; ** სხვადასხვა ტიპის ვიდეოკონტენტის გადაღების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** გადაღების პროცესში კადრის, კომპოზიციისა და ვიზუალური სტილის უზრუნველყოფა; ** დრონით გადაღება; ** გადაღებული მასალის ორგანიზება, დახარისხება და დაარქივება; ** მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში მარტივი მონტაჟის დამოუკიდებლად შესრულება; ** გადაღებებზე Gigi On The Road-ის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა; ** ახალი და კრეატიული ვიდეოფორმატების იდეების შემუშავებაში მონაწილეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** Full-Time დასაქმებას და სტაბილურ შემოსავალს; ** პროფესიული განვითარებისა და რეალურ, მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** საჭირო სამუშაო ტექნიკით უზრუნველყოფას - კამერა, დრონი და სხვა საჭირო აღჭურვილობა; ** მრავალფეროვან და დინამიურ სამუშაო გარემოს; ** Gigi On The Road-ის YouTube და სოციალური მედიის პროექტებში აქტიურ ჩართულობას; ** კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობას; ** გამოცდილების მიღებას ვიდეოპროდაქშენისა და ციფრული კონტენტის მიმართულებით.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო / ნამუშევრების ნიმუშები.
განაცხადის გასაკეთებლად გადადით ბმულზე და შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/3gKMk67pNMitiPa8A
პორტფოლიოს არსებობა აუცილებელია.
თუ გაქვს YouTube ვიდეოები, Reels, TikTok-ები, კომერციული გადაღებები ან სხვა ვიდეონამუშევრები, გთხოვთ, ფორმაში აუცილებლად მიუთითოთ მათი ბმულები.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.