8847 live vacancies
← All vacancies

R3T7YVYS Posted 25 Aug 6 views

გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი - აზერბაიჯანულენოვანი

Infinity Solutions external listing
Tbilisi Full-time Sales
₾1000 / month Apply by

მარკეტინგული კომპანია "Infinity Solutions" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც დაუკავშირდება პოტენციურ მომხმარებლებს, გააცნობს კომპანიის მომსახურებებს, გამოავლენს მათ საჭიროებებს და დაინტერესებულ პირებს გაუწევს პირველად კონსულტაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური გამავალი ზარების განხორციელება

** მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა

** დაინტერესებული მომხმარებლების მონაცემების აღრიცხვა CRM სისტემაში

მომხმარებლებთან განმეორებითი კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება

** შეხვედრების ჩანიშვნა

** განსაზღვრული გაყიდვების გეგმისა და შედეგების შესრულებაზე მუშაობა

** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია

** ქოლცენტრში, სატელეფონო გაყიდვებში ან ცივი ზარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

** გაყიდვებსა და კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულობა

** უარისა და წინააღმდეგობების სწორად დამუშავების უნარი

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა

** გუნდურად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** სამუშაო ადგილი - თბილისი, ვაკე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N 11ა

** სამუშაო ფორმატი - ოფისიდან

** სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

** სამუშაო საათები - 10:00 - დან 19:00 საათამდე

** ფიქსირებული ანაზღაურება - 1 000 ლარი

** დამატებითი ანაზღაურება - შედეგზე დაფუძნებული ბონუსები

ქოლცენტრის ოპერატორი მიიღებს დამატებით 5%-იან ბონუსს ყველა წარმატებით დასრულებული გაყიდვიდან, რომლის პირველადი ინიციატორი თავად იქნება და რომლის ფარგლებშიც პოტენციური კლიენტი კომპანიასთან მისი კომუნიკაციის შედეგად დაიწყებს თანამშრომლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე:

სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Infinity Solutions
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone