8231 live vacancies
← All vacancies

RMTBMA8E Posted 8 Sep 8 views

NB Dental

NB Dental

სტერილიზაციის მედდა

NB Dental external listing
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
Negotiable Apply by

"NB Dental - ნინო ბერიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის მედდის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

ძირითადი მოვალეობები იქნება:

** სტომატოლოგიური ინსტრუმენტების დეზინფექცია, სტერილიზაცია და შენახვა შესაბამისი სტანდარტების დაცვით

** სტერილიზაციის ყველა ეტაპის სწორად შესრულება:

  • ინსტრუმენტების წინასწარი გარეცხვა
  • ულტრაბგერითი სუფთა მასალის დამუშავება
  • ავტოკლავის გამოყენება სტანდარტული რეჟიმებით

** სტერილიზაციის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება

** სტერილიზაციის ოთახის ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა

** სახარჯი მასალებისა და სტერილიზაციის ნივთების მარაგების კონტროლი და დროული მომარაგება

** სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის საჭირო მასალების დროული მიწოდება

** ექიმებისა და ასისტენტების მხარდაჭერა სტერილიზაციის ნაწილში

კანდიდატის მოთხოვნები:

** მედდად მუშაობის გამოცდილება ან სტერილიზაციის პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია სტომატოლოგიური კლინიკაში)

** სტერილიზაციის სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა

** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

** გუნდური მუშაობის უნარი და მოწესრიგებული კომუნიკაცია

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს

** შიდა ტრენინგებს სტერილიზაციის სტანდარტების შესახებ

** ზრდის და განვითარების შესაძლებლობას კლინიკის შიგნით

** კონკურენტულ ანაზღაურებას

კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ N1ა (ვაჟა -ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
NB Dental
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone