8847 live vacancies
← All vacancies

S68ATVMV Posted 25 Aug 5 views

ავეჯის ხელოსანი, ავეჯის კონსტრუქტორი

გრანდი external listing
Tbilisi Full-time Construction / Repair
Negotiable Apply by

ავეჯის და კარის მწარმოებელი კომპანია "გრანდი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და MDF-ის კარების წარმოება-რეალიზაციაა. რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო.

"გრანდი"-ს საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზით არის აღჭურვილი. ავეჯის და MDF-ის კარის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები.

შპს "გრანდი" აცხადებს მიღებას ავეჯის ხელოსნის და ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე, მაღალი ანაზღაურებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ნახაზის გარჩევა;

** სხვადასხვა მექანიზმების და მასალის გამოყენებით ავეჯის აწყობა;

** საწარმოში არსებული დანადგარების და ინვენტარის მოვლა, დასუფთავება;

** სამუშაო პროცესში ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;

** შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების დაცვა;

** შესაბამისი პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება;

** დისციპლინა;

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

დაკავშირება და გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია გრანდის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
გრანდი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone