8,522 live vacancies
← All vacancies

SEXE6CGA Posted 14 Sep 3 views

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

Tbilisi Full-time Other
Sign in and apply
₾1000 / month Apply by 22 Sep

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შენობის შემოგარენი ეზოს მოვლა-დასუფთავება;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შენობის შემოგარენი ბაღის მოვლა, მცენარეების დარგვა, გასხვლა, მორწყვა და სხვა სამუშაოების შესრულება;
  • დამსაქმებლის შენობამდე ფეხით მისასვლელი კიბისა და მისი შემოგარენის მოვლა-დასუფთავება;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;
  • სხვა ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია ბტუ-ს შემოგარენისა და ბაღის მოვლასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ანალოგიური მოვალეობების შესრულება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

პერსონალის შერჩევის ეტაპებია:

  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება.

სამუშაო ადგილი და პირობები:

  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
  • სამუშაო განრიგი - სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (09:00სთ-დან -17:00სთ-მდე)
  • შრომის ანაზღაურება - 1000 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე (ხელზე ასაღები).

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 სექტემბერი, 2026 წელი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შენიშვნა:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
  • პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post