8847 live vacancies
← All vacancies

STD3JFN8 Posted 25 Aug 5 views

უფროსი ბუღალტერი

სითიქომი external listing
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ გამოცდილ უფროს ბუღალტერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ყოველდღიურ საბუღალტრო პროცესებს, გააკონტროლებს ფულად ნაკადებს და მოამზადებს ფინანსურ ანგარიშებს მენეჯმენტისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საბუღალტრო პროცესების მართვა და სააღრიცხვო მონაცემების სისწორის კონტროლი: შემოსავლების, ხარჯების, შესყიდვების, იმპორტის, მარაგებისა და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა, თვისა და წლის დახურვის პროცესის მართვა ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ანგარიშებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაშთების რეგულარული კონტროლი ** გადახდის კალენდრისა და დაგეგმილი გადახდების კონტროლი ** სახელფასო პროცესის მართვა: ხელფასების, ბონუსების, ავანსებისა და შესაბამისი გადასახადების საბოლოო გადამოწმება ** საგადასახადო დეკლარაციებისა და სტატისტიკური ანგარიშებისთვის საჭირო მონაცემების მომზადება და გადამოწმება ** გარე ბუღალტრულ კომპანიასთან დეკლარაციების, ფინანსური დახურვისა და ანგარიშგების საკითხების შეთანხმება, აუდიტორებისთვის, ბანკებისა და კონსულტანტებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის მომზადება ** რეგულარული ფინანსური ანგარიშების წარმოება მენეჯმენტისთვის ** ყოველკვირეული და ყოველთვიური ქეშფლოუს მომზადება, ფაქტობრივი მონაცემების განახლება და მოკლევადიანი ფულადი ნაკადების პროგნოზირება ** შემოსავლების, ხარჯების, მარჟისა და მომგებიანობის ანალიზი ბიზნეს ერთეულის, პროექტის, პროდუქტის ან ცალკეული ობიექტის მიხედვით, ფაქტობრივი შედეგების გეგმასთან შედარება და გადახრების არსებობის შემთხვევაში მიზეზების განმარტება ** სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია, ფინანსური საკითხების შეთანხმება და საბუღალტრო პროცესებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიღება ** უმცროსი ბუღალტრისთვის დავალებების გადანაწილება, პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და ვადების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში ** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ოთხწლიანი გამოცდილება ** RS.ge პორტალზე მუშაობის გამოცდილება ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა ** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა ** ქეშფლოუსა და ფინანსური ანგარიშების მომზადების გამოცდილება ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა ** 1C/Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** კონკურენტული ანაზღაურება ** სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა ** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი ** მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი) ** ყოველკვარტლური დამატებითი Day Off ** Fitpass ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ექსკლუზიური შეთავაზებები/ფასდაკლებები პარტნიორი კომპანიებისგან

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://career.citycom.ge/vacancies/ufrosi-bughalteri

გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სითიქომი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone