8824 live vacancies
← All vacancies

TBXJ8EHM Posted 25 Aug 4 views

ფლებოტომისტი

მრჩეველი external listing
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
₾1400 / month Apply by

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ფლებოტომისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი (დღის ცვლები): კვირაში 40 საათი

ანაზღაურება: საწყისი - 1400 ლარი, 6თვის შემდეგ - 1700 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამედიცინო განათლება (ექთნის/ლაბორანტის კვალიფიკაციით);

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება;

** პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, კაპილარული სისხლის აღება;

პროფესიული უნარ-ჩვევები

** კომუნიკაბელური;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** სხარტი აზროვნების უნარი;

** პასუხისმგებლობიანი;

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე:

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
მრჩეველი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone