8824 live vacancies
← All vacancies

V222K30N Posted 25 Aug 5 views

ღაბაშების/სუპინატორების ტექნიკოსი

ახალი ხედვა external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Negotiable Apply by

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ღაბაშების (სუპინატორების) ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, ცვლიანობის გრაფიკი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორთოპედის მიერ მომზადებული ესკიზის მიხედვით ღაბაშის (სუპინატორის) დამზადება, დამუშავება და საბოლოო სახის მიცემა მითითებულ ვადაში;

** დამზადებულ ღაბაშზე (სუპინატორზე) მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში საჭირო კორექციის გაკეთება;

** ღაბაშის (სუპინატორის) აპარატის ყოველდღიური ტექნიკური შემოწმება;

** აპარატის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირება და ხარვეზის დროული გამოვლენა. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და დროული რეაგირება;

** პროდუქციის მიღება, გადათვლა, მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერა და საწყობში განთავსება;

** არსებული მასალის ნაშთების მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია ტექნიკური მიმართულებით და/ან დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება (ჩვენს დანადგართან მუშაობას ადგილზე შეგასწავლით)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ღაბაშების ტექნიკოსი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ახალი ხედვა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone