8824 live vacancies
← All vacancies

V55XNXHH Posted 25 Aug 2 views

ბუღალტერ-ოპერატორი

ევროპროდუქტი external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by

"ევროპროდუქტი" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გაგრის ქ. #2

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან 18:00-მდე)

რას გთავაზობთ:

** შრომის ანაზღაურება (ფიქსირებული ხელფასი);

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** დისტრიბუციის შეკვეთების მიღება, დამუშავება, საწყობისთვის დატვირთვის დოკუმენტის მიწოდება, შესაბამისი შესწორებების შეტანა შეკვეთაში და ზედნადებების ატვირთვა;

** მაღაზიის მენეჯერების მიერ საწყობზე პროდუქციის დაბრუნებების კონტროლი;

** შიდა გადაზიდვის ზედნადებების ატვირთვა;

** სარეკლამო ოპერაციების შესრულება პროგრამაში;

** მაღაზიის ვადიანი და ვადაგასული პროდუქციის ნაშთების კონტროლი ბორტებზე;

** შიდა გადაზიდვის ნაშთების კონტროლი ბორტებზე;

** მიღებული და მისაღები ზედნადებების მონიტორინგი;

** სალაროს ზეტის გატარება სისტემაში;

** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;

** სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;

** ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი;

** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პრობლემებზე დროულად რეაგირების და გადაჭრის უნარი;

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ბუღალტერ-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ევროპროდუქტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone