8847 live vacancies
← All vacancies

VWFJYW6S Posted 25 Aug 5 views

ქოლცენტრის ოპერატორი

ალტა external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

ჩვენ ვართ ალტა — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებაში და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება; ** საინფორმაციო ზარებზე დროული რეაგირება; ** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი დაცვა; ** მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა ონლაინ და ადგილზე შესაძენი/შეძენილი პროდუქციის შესახებ; ** სოციალური მედიის პლატფორმებსა და ელ-ფოსტაზე შემოსული შეტყობინებებისა და კომენტარების მონიტორინგი და დროული პასუხის გაცემა; ** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სწორი გადამისამართება; ** შემოსული ზარების აღრიცხვა და სორტირება საკითხების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** გამართული ვერბალური და წერითი უნარები; ** პასუხისმგებლიანობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
 
https://hel-ai.com/apply/F5eoC8zd

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ალტა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone