HR მენეჯერი
"WST Georgia" ეძებს HR მენეჯერს
"WST Georgia" არის კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულებების მართვის კომპანია (Destination Management Company), რომელიც ბაზარზე 12 წელზე მეტია ოპერირებს. 2025 წელს კომპანია ნომინირებული იყო World Travel Awards-ზე.
ვეძებთ ძლიერ და გამოცდილ HR მენეჯერს, რომელიც ჩვენი გუნდის განვითარებას, გაფართოებასა და ოპტიმიზაციას უხელმძღვანელებს.
თქვენი მოვალეობები:
** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა (გაყიდვების, გიდების, ოპერაციების და ადმინისტრაციული მიმართულებებით);
** თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესების შექმნა და გაუმჯობესება;
** HR სისტემების, პოლიტიკისა და კომპანიის შიდა სტრუქტურის განვითარება;
** გუნდის ეფექტურობისა და თანამშრომლების ჩართულობის გაუმჯობესება;
** უშუალოდ კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტთან მუშაობა კომპანიის მასშტაბის გასაზრდელად.
მოთხოვნები:
** HR სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (რეკრუტინგის გამოცდილება აუცილებელია);
** ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები;
** გუნდებისა და სამუშაო პროცესების შექმნის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი, რუსული — სასურველი;
** შედეგზე ორიენტირებული აზროვნება.
რას გთავაზობთ:
** მუშაობას სწრაფად მზარდ ტურისტულ კომპანიაში;
** კონკურენტულ ანაზღაურებას + შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსებს;
** შესაძლებლობას, ნულიდან შექმნათ და ჩამოაყალიბოთ გუნდი;
** რეალურ გავლენას კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე;
** დინამიკურ და საერთაშორისო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე:
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.