8847 live vacancies
← All vacancies

WC4FDAAG Posted 25 Aug 5 views

საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი

ბენე კომფორტი external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
₾3000 / month Apply by

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე ციხისძირში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;

** საერთო სარგებლობის ფართების სისუფთავის უზრუნველყოფაზე მუდმივი მონიტორინგი;

** პრობლემური სიტუაციების მართვა;

** ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გადაჭრის გზების მოძიება;

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

** ანაზღაურება - 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში 3000 ლარი;

** სამუშაო ადგილი - ციხისძირი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი ციხისძირში".

კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბენე კომფორტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone