8847 live vacancies
← All vacancies

XNJHP907 Posted 25 Aug 4 views

გაყიდვების წარმომადგენელი

VitaVida external listing
Tbilisi Internship Sales
₾1500–2000 / month Apply by

ონლაინ მაღაზია "VitaVida" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

"VitaVida" არის ონლაინ მაღაზია, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ, მეგობრულ და მოტივირებულ სამუშაო გარემოს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება გუნდის თითოეული წევრის ზრდაზე დგას, ამიტომ ვქმნით ისეთ სივრცეს, სადაც მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, კომფორტი და ჯანსაღი კორპორატიული კულტურა. თუ გიყვარს დინამიკური გამოწვევები და გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი - შემოგვიერთდი!

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00-19:00

მდებარეობა: თბილისი, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 1500-დან 2000 ლარამდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

** გამართული მეტყველების უნარი;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური ან/და რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

** მნიშვნელოვანია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet).

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების არსებულ ბაზასთან მუშაობა/ცივი ზარების განხორციელება;

** მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

** პროდუქტის გაყიდვა და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;

** გაყიდვების არსებული გეგმების შესრულება;

** CRM პროგრამაში მუშაობა, აქტივობების აღრიცხვა და საჭირო ანგარიშგებების მომზადება.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

** მომხმარებელთან მეგობრული და დამაჯერებელი კომუნიკაცია;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;

** დროის სწორად მართვა და სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა;

** ენერგიულობა და ახალი ინფორმაციის, პროდუქტებისა თუ სისტემების სწრაფად ათვისება;

** აქტიური მუშაობა გაყიდვების გეგმისა და კომპანიის მიზნების შესასრულებლად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში დასაქმებას;

** მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და ფორმატს;

** მხარდამჭერ სამუშაო გარემოს: პროფესიული და მეგობრული გუნდი, სადაც ერთობლივი ძალისხმევითა და კოორდინაციით მიიღწევა საერთო შედეგები;

** ანაზღაურების სისტემას: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსის მკაფიო სისტემა, რომელიც შენს აქტივობასა და შედეგებზეა დამოკიდებული.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების წარმომადგენელი"

შენიშვნა:

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
VitaVida
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone