8847 live vacancies
← All vacancies

YPFAFTRK Posted 25 Aug 6 views

მიმტანი

ყავის ლაბორატორია external listing
Tbilisi Full-time Food / Restaurants
Negotiable Apply by

"Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს, როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.

კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.

ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.

B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორაციულ სექტორს.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მიმტანი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო დღეები: კვირაში 4, 5 ან 6 დღე;

სამუშაო გრაფიკი: 08:30-15:45; 15:45-23:00

სამუშაო ადგილი: თბილისი - ყაზბეგის გამზირი, ლისის ტბა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების შეკვეთის მიღება და სერვისის განხორციელება კომპანიაში განსაზღვრული სერვისის სტანდარტების მიხედვით

** სამზარეულოს და ბარის მენიუს, ყავის მარცვლის და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა

** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება

** სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებისა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა

** სტუმრის მხრიდან კომენტარის გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება

** სტუმრებისთვის ჩვენთან სტუმრობის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა

საჭირო უნარები და ცოდნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა

** გუნდური მუშაობის უნარი

** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი

** დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას

** დაზღვევას

** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:. ელწერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორიასთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ყავის ლაბორატორია
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone