8,848 live vacancies
← All vacancies

078BMCBN Posted 7 Sep 54 views

Paysera Bank Georgia

Paysera Bank Georgia

სალაროს უფროსი

Paysera Bank Georgia external listing
Tbilisi Internship Finance / Accounting
Sign in and apply
Negotiable Apply by 6 Oct

პეისერა ბანკი არის ევროკავშირის მიერ ლიცენზირებული ციფრული ბანკი, რომელსაც მილიონზე მეტი მომხმარებელი ენდობა მსოფლიოში. ჩვენ ციფრულ გადახდებს ვხდით მარტივს, როგორც ელექტრონული კომერციისთვის და რითეილ სფეროსთვის, ასევე ყოველდღიური ფინანსური ოპერაციებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით 800-ზე მეტი თანამშრომელი, აერთიანებს ახალ იდეებსა და საერთაშორისო კომპანიისთვის დამახასიათებელ სტაბილურობას. თუ ხარ მოტივირებული, ცნობისმოყვარე და მზად ხარ განვითარებისთვის AI-ზე ორიენტირებულ გარემოში, პეისერა ბანკი შენთვის შესაფერისი ადგილია.

პეისერა ბანკი საქართველოს გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ თანამშრომელს სალაროს უფროსის პოზიციაზე.

რას გააკეთებ?

  • პასუხისმგებლობის ფარგლებში კლიენტების მომსახურება, კონსულტირება, მხარდაჭერა და სრული საბანკო სერვისის გაწევა;
  • საეჭვო და გადასახდელად უვარგისი კუპიურების გამოვლენის ფაქტზე რეაგირება;
  • სალაროში თანხის ზედმეტონა/დანაკლისის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება;
  • სალაროს დღიური საბუთების მენეჯმენტი;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავალ/გასავლის ოპერაციები;
  • ყადაღებთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება;
  • შესაბამისობისა და AML რეგულაციების ფარგლებში საეჭვო ტრანზაქციის განხორციელებისას შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა;
  • ნაღდი ფულის მოძრაობისა და სალაროს ბალანსის კონტროლი;
  • ინკასაციის პროცესის მართვა და კონტროლი;
  • მოლარეების სამუშაო პროცესის მონიტორინგი და მართვა;
  • შიდა რეგულაციების და პროცედურების დაცვა.

მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომერციულ ბანკში ან/და ფინანსურ სექტორში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook)

სამუშაო საათები:

  • ორშაბათი-პარასკევი
  • 09:30 - 18:00
  • On-site

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების საშუალებას;
  • პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში 5 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

*თქვენი რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის ან სხვა ინფორმაციის ბანკისთვის გაზიარებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ბანკმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანტურ პოზიციებზე ან სტაჟირებაზე შერჩევის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Paysera Bank Georgia
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post