9,163 live vacancies
← All vacancies

0AN9Y839 Posted 25 Sep 2 views

ტერაბანკი

ტერაბანკი

ფინანსური ანალიზის და რეპორტინგის უფროს მენეჯერი

ტერაბანკი external listing
Remote Full-time Finance / Accounting
Sign in and apply
Negotiable Apply by 11 Oct

ფინანსური რისკების და რეპორტინგის განყოფილებაში ფინანსური ანალიზის და რეპორტინგის უფროს მენეჯერს ვეძებთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის ყოველთვიური / ყოველკვარტალური / ყოველწლიური ფინანსური შედეგების ანალიზის რეპორტების მომზადება
  • საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სექტორის შედეგების ანალიზის პრეზენტაციების მომზადება
  • გეგმა-ფაქტის ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • ბანკის მომგებიანობის და ბანკის სეგმენტების მომგებიანობის ანალიზი
  • ბანკის ბიუჯეტის მომზადება
  • სხვა მიმდინარე ყოველდღიურ საქმეებში ჩართულობა საჭიროების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან ფინანსების მიმართულებით
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Word, Excel და PowerPoint)
  • აუცილებელია Microsoft Power BI-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია SQL-ის ცოდნა
  • CFA-ის ნებისმიერი დონე ჩაითვლება უპირატესობად
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს "ტერაბანკის" საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი # 3
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
  • ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ფინანსური ანალიზის და რეპორტინგის უფროსი მენეჯერი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით. "ტერაბანკმა" მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია. "ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ტერაბანკი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post