Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

0CC535F3 Posted 18 Nov Views: 3

ბუღალტერი

ნამბერსი external listing
₾1500 / month Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

"ნამბერსი" ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან სხვადასხვა სფეროში მოქმედ ბიზნესებს სთავაზობს საბუღალტრო აღრიცხვის, საგადასახადო და ფინანსური მართვის მომსახურებას.

ჩვენს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ბუღალტერს, რომელიც უფროსი ბუღალტრის ხელმძღვანელობით ჩაერთვება კლიენტი კომპანიების მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში.

ძირითადი მოვალეობები

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
  • ბუღალტრული ოპერაციების ასახვა პროგრამა "ბალანსში";
  • უფროსი ბუღალტრისთვის საჭირო მონაცემებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • RS.ge-ის პორტალზე მუშაობა დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში;
  • კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაცია აღრიცხვისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
  • Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • RS.ge-ის პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
  • სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შეთანხმებული ვადების დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას;
  • უფროსი ბუღალტრის მხარდაჭერასა და გამოცდილ კოლეგებთან თანამშრომლობას;
  • სხვადასხვა სფეროს კომპანიების საქმიანობისა და აღრიცხვის სპეციფიკის გაცნობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც ფასდება თანამშრომლობა, ინიციატივა და ცოდნის გაზიარება.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ფორმატი: ოფისიდან; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-18:00; მისამართი: თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. №72ა, მე-4 სართული; ყოველთვიური ანაზღაურება: 1, 500 ლარი ხელზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე 
წერილის სათაურში მიუთითეთ: "ბუღალტრის ვაკანსია".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post