გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი
ტურისტული მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
- დისტანციური გაყიდვების, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვა და ეფექტიანობის მონიტორინგი;
- გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი, მხარდაჭერა და შედეგების შეფასება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- რთული და არასტანდარტული მომხმარებლების შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- გაყიდვების მიზნების შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
- გუნდის წევრებისთვის უკუკავშირის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- შიდა პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);
- საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა;
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სატელეფონო, ონლაინ ან სხვა დისტანციური არხებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ლიდერობისა და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- შედეგებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი - ბათუმი.