8847 live vacancies
← All vacancies

0RMCKKSJ Posted 25 Aug 4 views

ონლაინ შეკვეთების მენეჯერი

MS Holding external listing
Remote Full-time Administration / Management
₾1200 / month Apply by

კომპანია "MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ ონლაინ შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** ონლაინ შეკვეთების სრული ციკლის მართვა: მიღებიდან მომხმარებლისთვის წარმატებულ მიწოდებამდე;

** შემოსული შეტყობინებების დროული დამუშავება;

** შეკვეთების რეგისტრაცია და მართვა APEX პროგრამაში;

** მიწოდების პროცესის კონტროლი;

** მომხმარებლის კონსულტირება პროდუქციის, ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ონლაინ შეკვეთების მართვის, ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის საბაზისო ცოდნა;

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა, #4;

** სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული რეჟიმი: კვირაში 2 დღე ოფისიდან, 3 დღე დისტანციურად;

** დასვენება კვირაში 2 დღე, რომლებიც არ ემთხვევა შაბათ-კვირას;

** სამუშაო საათები: ოფისიდან: 09:30-18:00; დისტანციურად: 13:00-21:00;

** ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾, სამი თვის შემდეგ ფიქსირებული 1500 ₾ + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;

** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);

** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: და გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
MS Holding
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone