Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1RSN73RP Posted 18 Nov Views: 4

პრისელერი

₾2000 / month Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

"აბრაზივ პროდაქტსი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

"აბრაზივ პროდაქტსი" არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აერთიანებს მსუბუქი სამშენებლო სახარჯი მასალების იმპორტს და წარმოებას. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის მიწოდება როგორც სავაჭრო ქსელისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის. ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვას და გაყიდვების პროცესის ეფექტიან კოორდინაციას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • თბილისის და რეგიონების მასშტაბით სამშენებლო მაღაზიების რეგულარული მონახულება;
  • კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის;
  • შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • შესრულებული შეკვეთების თანხის ამოღება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება (კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს ავტომობილით და საწვავით);
  • რეგიონებში გადაადგილების მზადყოფნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:00 სთ-18:00 სთ; ანაზღაურება: 2000 ლარიდან ზევით (ფიქსირებული + საბონუსე სისტემა); კომპანიის მისამართი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. პეპელა, აფრიკის დასახლება, კორნელი სანაძის ქუჩა #32.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 დეკემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "აბრაზივ პროდაქტს"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან და/ან სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

შპს "აბრაზივ პროდაქტს" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post