← All vacancies

1SVBD3HB Posted 19 Nov Views: 0

ქსელის მენეჯერი

Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის თანამდებობაზე გურიაში.

ძირითადი მოვალეობები

  • პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
  • სავაჭრო ობიექტებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოებაზე ზრუნვა;
  • რეალიზაციის მენეჯერთან ერთად გაყიდვების მიმდინარე პროცესის რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
  • რეალიზაციის მენეჯერთან ერთად თვიური/კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • გაყიდვების პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება;
  • სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება;
  • სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური სავაჭრო ობიექტებისთვის;
  • აქციების მიმდინარეობის კონტროლი მაქსიმალური შედეგების მისაღწევად;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა პარტნიორ კომპანიებთან;
  • აქტიური სავაჭრო ობიექტების შეკვეთების კონტროლი და მართვა;
  • პრობლემური სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი;
  • ქსელურ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების, მაცივრებში/თაროებზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • ახალი და პოტენციური სავაჭრო ობიექტების მოძიება, გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით;
  • ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის მონიტორინგი;
  • დებიტორული დავალიანებების და თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფის მუდმივი მონიტორინგი;
  • მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში;
  • ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მოქმედი მართვის მოწმობა: B
  • მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალური, დისციპლინა;
  • ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქსელის მენეჯერი).

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post