← All vacancies

21B4SPFJ Posted 19 Nov Views: 0

შესყიდვების მენეჯერი

Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის საჭიროებების შესაბამისად საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პროცესის ორგანიზება;
  • მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან კომუნიკაცია;
  • ფასების გამოთხოვა, შედარება და ხელსაყრელი პირობების შეთანხმება;
  • შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტის კონტროლი;
  • შეკვეთების განთავსება და მიწოდების ვადების მონიტორინგი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • მარაგების მონიტორინგი და საჭირო შესყიდვების დროული უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებებისა და ანგარიშსწორების პროცესში შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით);
  • შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ფასების ანალიზისა და შედარების უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Excel) ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი უნარ-ჩვევები

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post