B2B გაყიდვების პრაქტიკული პროგრამა დამწყებთათვის
აუდიტორული კომპანია "ფინო • Fino" საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. MSI Global Alliance დაარსდა 30 წლის წინ და წარმოდგენილია 250 კომპანიით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, იგი მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.
აუდიტორული კომპანია "ფინო • Fino"-ს მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ უკვე წლებია ვქმნით კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება მიიღწევა ერთად!
დაგვიმეგობრდით სოციალურ სივრცეში: https://www.facebook.com/fino.ge
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://fino.ge
"ფინო • Fino" აცხადებს მიღებას უფასო 2-თვიან პრაქტიკულ პროგრამაზე - FINO`S SALES LAB (B2B გაყიდვებისა და მოლაპარაკებების მიმართულებით).
FINO`S SALES LAB არის 8-კვირიანი (8 მოდული) პრაქტიკული პროგრამა დამწყებებისთვის, სადაც სრულიად ნულიდან შეისწავლი B2B გაყიდვებს, რეალურ მოლაპარაკებებსა და ბაზარზე წამყვან კომპანიებთან მუშაობას. პროგრამა მიჰყვება გაყიდვის სრულ, რეალურ გზას - პირველი კონტაქტიდან არსებულ კლიენტზე გაყიდვამდე (აფსეილი).
ვისთვის არის პროგრამა? პროგრამა განკუთვნილია მოტივირებული დამწყებებისთვის, ვისაც გაყიდვებში გამოცდილება არ აქვს, თუმცა სურს კარიერული ზრდა ან საკუთარი ბიზნესის დაწყება და აცნობიერებს, რომ ამ გზაზე მოლაპარაკების ხელოვნება და ძლიერი საქმიანი ნეთვორქი გადამწყვეტია.
ძირითადი ფუნქციები და პროგრამის ფარგლებში შესასწავლი მიმართულებები:
- B2B გაყიდვების სრულ ციკლში ჩართულობა (კონტაქტი, ლიდის კვალიფიკაცია, ფაიფლაინის მართვა, შეხვედრა, მოლაპარაკება, ოფერინგი, აფსეილი)
- პოტენციურ კლიენტებთან პირველი კონტაქტის დამყარება, შეხვედრების დაგეგმვა და საჭიროებების დადგენა
- CRM სისტემაში მუშაობა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის მართვა
- კომერციული შეთავაზებების (ოფერების) მომზადება და პირობების შეთანხმება
- FINO-ს გუნდის წევრებთან ერთად ბაზარზე წამყვან კომპანიებთან რეალურ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე დასწრება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება და CV არ არის საჭირო - პროგრამა სრულიად ნულიდან იწყება
- B2B გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და ბიზნესის სფეროში განვითარების დიდი სურვილი
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები
- მაღალი მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმართვის სურვილი
- ლიდერული თვისებები და ინიციატივიანობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
- დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ
- უფასო 2-თვიან (8 კვირა / 8 მოდული) პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას
- რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას B2B გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში
- წვდომას ბაზრის ლიდერ კომპანიებთან FINO-ს 15-წლიანი გამოცდილების ბაზაზე
- ძლიერი საქმიანი და პირადი ნეთვორქის ჩამოყალიბების შესაძლებლობას
- შედეგზე დაფუძნებული შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას თავისუფალ გრაფიკში
- პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ FINO-ს გუნდში დარჩენისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას
- პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე (8 კვირა, 8 მოდული)
- სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
- ანაზღაურება: შედეგზე დაფუძნებული გამომუშავება (პროგრამაში მონაწილეობა სრულიად უფასოა)
- ადგილები შეზღუდულია!
- კომპანია მდებარეობს: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 61
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://saleslab.fino.ge/
"ფინო • Fino" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!