8,462 live vacancies
← All vacancies

2PZ1DFS2 Posted 10 Sep 56 views

კენ ვოლკერის კლინიკა

კენ ვოლკერის კლინიკა

რეაბილიტაციის კლუბის დამხმარე

Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
Sign in and apply
Negotiable Apply by 11 Oct

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის თბილისის ფილიალის აცხადებს ვაკანსიას რეაბილიტაციის კლუბის დამხმარის პოზიციაზე.

რეჰაბილიტაციის კლუბის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები ძირითადად ორიენტირებულია მომხმარებელთა უშუალო მოვლაზე, უსაფრთხოებისა და აქტიური თანამონაწილეობის ხელშეწყობაზე.

მოვალეობები:

  • დახვედრა და გაცილება: მომხმარებლის მიღება რეჰაბ კლუბში შემოსვლისას და მათი უსაფრთხო გაცილება დღის ბოლოს.
  • კვებაში დახმარება: საკვების მიწოდება, მაგიდის გაწყობა და იმ ბენეფიციარების უშუალო გამოკვება, რომლებსაც აღენიშნებათ დამოუკიდებლად კვების სირთულეები.
  • ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დახმარება პირადი ჰიგიენის მოწესრიგებისას.
  • გასართობ აქტივობებში ჩართულობა: კოორდინატორთან ერთად დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობისას კლუბის მომხმარებლების წახალისება და დახმარება.
  • ემოციური მხარდაჭერა: მომხმარებლებთან თბილი, პატივისცემითი კომუნიკაციის დამყარება, მათი მოსმენა და პოზიტიური განწყობის შექმნა.
  • გადაადგილებაში დახმარება: მობილობისათვის დამხმარე საშუალებების მომხმარებელ პირთა დახმარება სივრცეში გადაადგილებისას
  • გარემოს წესრიგი: დასასვენებელი სივრცეების სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი
  • კოორდინატორის ინსტრუქციების შესრულება: დღის მანძილზე წარმოქმნილი მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ყურადღებიანი და მობილიზებული
  • მოტივირებული მოცემულ სფეროში მუშაობის
  • პოზიტიური და კეთილგანწყობილი
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი
  • ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალიზებულ ტრენინგების გავლას.
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს.
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით - 08.00 -17.00 სთ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ასისტენტის პოზიცია.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
კენ ვოლკერის კლინიკა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post