რეაბილიტაციის კლუბის დამხმარე
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის თბილისის ფილიალის აცხადებს ვაკანსიას რეაბილიტაციის კლუბის დამხმარის პოზიციაზე.
რეჰაბილიტაციის კლუბის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები ძირითადად ორიენტირებულია მომხმარებელთა უშუალო მოვლაზე, უსაფრთხოებისა და აქტიური თანამონაწილეობის ხელშეწყობაზე.
მოვალეობები:
- დახვედრა და გაცილება: მომხმარებლის მიღება რეჰაბ კლუბში შემოსვლისას და მათი უსაფრთხო გაცილება დღის ბოლოს.
- კვებაში დახმარება: საკვების მიწოდება, მაგიდის გაწყობა და იმ ბენეფიციარების უშუალო გამოკვება, რომლებსაც აღენიშნებათ დამოუკიდებლად კვების სირთულეები.
- ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დახმარება პირადი ჰიგიენის მოწესრიგებისას.
- გასართობ აქტივობებში ჩართულობა: კოორდინატორთან ერთად დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობისას კლუბის მომხმარებლების წახალისება და დახმარება.
- ემოციური მხარდაჭერა: მომხმარებლებთან თბილი, პატივისცემითი კომუნიკაციის დამყარება, მათი მოსმენა და პოზიტიური განწყობის შექმნა.
- გადაადგილებაში დახმარება: მობილობისათვის დამხმარე საშუალებების მომხმარებელ პირთა დახმარება სივრცეში გადაადგილებისას
- გარემოს წესრიგი: დასასვენებელი სივრცეების სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი
- კოორდინატორის ინსტრუქციების შესრულება: დღის მანძილზე წარმოქმნილი მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ყურადღებიანი და მობილიზებული
- მოტივირებული მოცემულ სფეროში მუშაობის
- პოზიტიური და კეთილგანწყობილი
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი
- ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალიზებულ ტრენინგების გავლას.
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს.
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით - 08.00 -17.00 სთ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ასისტენტის პოზიცია.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.