8709 live vacancies
← All vacancies

4KK9MH4W Posted 25 Aug 5 views

ქოლგეითი-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერი

შარმ ტრეიდინგი external listing
Kutaisi Full-time Logistics / Drivers
₾1500 / month Apply by

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლგეითი-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერის პოზიციაზე ქუთაისში.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00-18:00

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1500 ლარი) + კვარტალური ბონუსი 450

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა;

** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;

** შეკვეთების მიღება და გაფორმება;

** სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში;

** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა;

** მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია პირადი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;

** ენერგიული;

** კომუნიკაბელური;

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;

** უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;

** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე:

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლგეითის ბრენდის მერჩენ-პრისეილერი - ქუთაისი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე (ლაშა)

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
შარმ ტრეიდინგი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free